ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში, ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა. ინფორმაცია” გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
ნესტან ქარჩავას თქმით, ხანძარი დღეს, გამთენიისას გაჩნდა. გარდაცვლილები 60 წლის შვილი და 90 წლის დედა არიან.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.




























































