სამეგრელოში ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა _ ინფორმაცია “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც ირკვევა, ხანძარი ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, გვიან ღამით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა.
ადგილობრივების თქმით, ხანძრის დროს ბინაში კიდევ ორი მცირეწლოვანი იმყოფე და საბედნიეროდ, მეხანძრე-მაშველებმა მათი გამოყვანა შეძლეს. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.
მათივე ინფორმაციით, არსებობდა ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საშიშროება, თუმცა, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის სრული ლიკვიდირება მოახერხეს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია. დაწყებულია გამოძიება.
ავტორი