ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს, მაყურებელი პოპულარული „სამეფო კარის თამაშების“ მორიგ სერიალს იხილავს.
მისი სახელწოდება „შვიდი სამეფოს რაინდი“ იქნება.
გაგრძელება ჯორჯ მარტინის ნოველების ციკლზე „შვიდი სამეფოს რაინდი“ იქნება დაფუძნებული. მისი სიუჟეტური ხაზი ძირითად სერიალამდე 100 წლით ადრე იქნება განვითარებული.
ახალი სერიალის მთავარი გმირი სერ დუნკან მაღალი და მისი მეაბჯრე ეგი იქნებიან, რომლებიც ვესტეროსში იმოგზაურებენ.