სამგზავრო მატარებელი, რომელშიც დაახლოებით 360 მგზავრი იმყოფებოდა რელსებიდან გადავიდა. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა თურქეთში მოხდა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, რეჯეფ აკდაღზეს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც.
როგორც ცნობილია, შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ხელისუფლება მომხდარს უამინდობას და მეწყერს უკავშირებს.
CNN Turk-ის ინფორმაციით, შემთხვევა ხიდის ჩანგრევამ გამოიწვია.