“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისი–წყალტუბოს გზაზე – საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილი „ფიტის“ მარკის მანქანას დაეჯახა, რის შემდეგაც „ფიტის“ მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მესამე ავტომობილს შეეჯახა და მანქანა ამობრუნდა.
~„სამივე ავტომობილში მყოფთაგან ერთი დაშავდა. იმ მანქანაში, რომელიც კადრებში ჩანს და ამობრუნდა, ცოლ-ქმარი იმყოფებოდა და საბედნიეროდ, ისინი არ დაშავებულან. ავარია ძალიან მძიმე იყო“, – განუცხადა თვითმხილველმა “ინფო იმერეთს“.






























































