https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სამი მუზეუმის პრობლემური საკითხი ოზურგეთში

22:59; 15.10.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 11 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ ამ მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა უწოდა, ყველაზე მკვეთრი განცხადება, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლელა საჯაიამ გააკეთა ოზურგეთის მუზეუმების შესახებ და მათ გაპარტახებული უწოდა.

“ჩვეულებრივი პროცედურული ამბავი იყო _ მუნიციპალიტეტის მერი უნდა ყოფილიყო დღეს აქ. გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ, როცა მერი მიბრძანდება შვებულებაში, აუცილებელია, ისაუბროს გაკეთებულ საქმეებზე. რაც გაკეთებულია, ისიც პარტახდება… უყურადღებოდაა მიტოვებული არტემ ერქომაიშვილის სახლ-მუზეუმი მაკვანეთში, გაპარტახებულია, ასევე, ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი შემოქმედში, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი კი, დღემდე არაა საზოგადოების სამსახურში. მერს უნდა ესაუბრა, მიზანმიმართულად ხდება ეს, თუ რაიმემ შეუშალა ხელი”, _ თქვა საჯაიამ და აღნიშნა, რომ ზემოთ ხსენებული მუზეუმების საქმე “ძალიან ცუდად არის”.

მკითხველთა დიდი ინტერესის გამო, “გურია ნიუსი” შეეცადა, ადგილზე გაცნობოდა ვითარებას და გადმოეცა რეალური მდგომარეობა ამ მუზეუმების შესახებ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთში, ერქომაიშვილების საგვარეულო სასაფლაოს ტერიტორიაზე (ტერიტორია ცნობილია “ნაკაშიძის გორის” სახელწოდებით), მუნიციპალიტეტის წინა ხელმძღვანელობის დროს აიგო სახლი, სადაც, როგორც მაშინ ამბობდნენ, სახელოვანი ლოტბარის არტემ ერქომაიშვილის სახლ-მუზეუმი უნდა განთავსებულიყო. მართლაც, საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტით, აქ აიგო ორსართულიანი შენობა.

პროექტის, როგორც გარეთა, ისე შიგა ვიზუალი, კარგია. თუმცა, ასე საგანგებოდ აგებულ შენობაში, არც მუზეუმია და საერთოდ, არც არაფერი განთავსებულა _ ის დღემდე უფუნქციოდაა. უფრო მეტიც, აქ სავალალო მდგომარეობაა.

შენობაზე, როგორც გარედან, ისე შიდა კედლებზე დაწყებულია ბათქაშის ჩამოცვენა. შენობის ყველა კარი, როგორც პირველ, ისე მეორე სართულზე ღიაა და მხოლოდ თხების ფეკალიები ყრია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სახლი უხარისხო მასალით აშენდა და რამდენიმე თვეში ბათქაში ნაწილობრივ ჩამოცვივდა. ადგილობრივთა თქმითვე, ადგილზე მისულ ანზორ ერქომაიშვილს ეს ამბავი არ მოეწონა და ძალიან გულნატკენი დარჩა.

სამშენებლო სამუშაოებს ადგილობრივი მკვიდრი, ფილიპე ცელაძე ხელმძღვანელობდა:

_ პროექტი კარგი იყო. სამშენებლო მასალა, რაც მოგვიტანეს, ის გამოვიყენე. მე უახლოეს პერიოდში გესტუმრებით და დეტალურად გიამბობთ ამ მშენებლობის შესახებ და ზოგადად, ყველაფერზე, რაც ამ სახლის აშენებას ეხება, _ გვითხრა მან. 

“არტემ ერქომაიშვილის მუზეუმი იქნებაო და აშენებისთანავე ინგრევა, თხის ცურცლითაა სავსე”, _ წუხან ადგილობრივები.

_ მენანება ამხელა შენობა. ეტყობა, მასალის ხარისხიც კარგი არ იყო. შიგ არაფერი განთავსებულა. ეკალ-ბარდი რამდენჯერ გავცელეთ. ჩემმა მეუღლემ ყვავილები და მარადმწვანე მცენარეები დარგო, მაგრამ რად გინდა _ გადაუარა ისევ ბარდმა. ძალიან გული მწყდება. შინაგანად ვერ ვისვენებ, რომ ასეთი შენობა ნადგურდება. როგორ შეიძლება ასე, ამხელა თანხის წყალში გადაყრა?! _ გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა მერაბ ბაბილოძემ, რომელიც აღნიშნულ სახლთან ახლოს ცხოვრობს და საკუთარი ინიციატივით პატრონობს ამ გარემოს.

რაც შეეხება სოფელ შემოქმედის ცენტრში, ასევე, ძალიან კარგი პროექტით აშენებულ სახლს (რომელიც იმავე პერიოდში აიგო), აქ უნდა განთავსებულიყო ცნობილი სახალხო მომღერლის ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი.

გაცილებით დიდი ხნით ადრე, 1984 წელს, ვარლამ სიმონიშვილის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, შემოქმედში, ფატარშის უბანში, გაიხსნა მომღერლის სახლ-მუზეუმი. თუმცა, შემდგომ, არეულობის წლებში, იქ ბევრი ექსპონატი დაიკარგა და განადგურდა, ეზო-მიდამო კი გავერანდა. როგორც მოსახლეობის, ისე სპეციალისტთა დიდი ნაწილის აზრით, ქართული ხალხური სიმღერის და საკრავიანი მუსიკის დიდოსტატის სახლ-მუზეუმის გახსნა სწორედ არსებულ სახლშია მიზანშეწონილი.

_ მე არ ვიცი, რა დანიშნულებით აშენდა ეს ლამაზი, კოპწია შენობა შემოქმედის ცენტრში. სავსებით დასაშვებია, რომ მას, სიმბოლური დატვირთვით, ეწოდოს ვარლამ სიმონიშვილის სახელობის მინიატურული მუზეუმი. თუმცა, ოფიციალურად, როცა ნამდვილად ჯერ კიდევ არსებობს ამ დიდი ხელოვანის სახლი და ეზო-კარი, ცხოვრობენ მემკვიდრეები და სახლში გამოყოფილია ერთი ოთახი, სამუზეუმო ექსპონატებით, ყველანაირად ჯობს, იქ გაიხსნას და ამაზე იზრუნოს ყველამ, როგორც ხელისუფლებამ, ისე _ ხალხმა. ვიმეორებ, სიმბოლური დატვირთვა თუ ექნება სოფლის ცენტრში აშენებულ სახლს და უწოდებენ მის სახელს, არც ამაშია ცუდი არაფერი. ასევე, შეიძლება ეწოდოს მაკვანეთში აშენებულ სახლსაც. ერთი კი ძალიან მაინტერესებს _ ეს დეპუტატები, რომლებიც საარჩევნო პერიოდის მიწურულს გაცხარდნენ, საინტერესოა, რომელიმე თუ არის ნამყოფი რომელიმე მუზეუმში, თუ იკითხეს ამბავი?! მე სულ იქ ვარ და არ მინახავს, რომელიმე დაინტერესებულიყოს იმ პრობლემით, რაც საკრებულოს სხდომაზე გააჟღერეს. მთავარი კი ის არის, რომ, საბედნიეროდ, არსებობს ამ კაცის ნამდვილი სახლ-კარი და მისი სახელობის მუზეუმი ოფიციალურად უნდა გაიხსნას იქ, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ისტორიკოსი მანანა ლომაძე, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში მუშაობს.

მესამე და მთავარი, რაც საკრებულოს სხდომაზე “გაპარტახებულ სამეულში” მოიხსენია დეპუტატმა ლელა საჯაიამ, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმია.

“გურია ნიუსთან” საუბრობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, გოგა ტრაპაიძე:

_ აღნიშნულ შენობებს, შემოქმედსა და მაკვანეთში იმთავითვე სტატუსი არ მისცეს. რატომ, არ ვიცი. წესით, სტატუსი მერიამ უნდა მიანიჭოს და მერე ფოლკლორის ცენტრს გადაეცემოდა, თუ მუზეუმს, ორივე დასაშვებია, რაკი მომღერლების მუზეუმს არქმევდნენ. ამის შემდეგ კი მივხედავდით ჩვენც.

რაც შეეხება კონკრეტულად ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს, შენობის რეაბილიტაცია, რაც ფირმა “კომფორტი 21”-მა ჩაატარა (ტენდერში გამარჯვების თანახმად), 2019 წლის ივნისში დაიწყო და 2020 წლის ივნისში დასრულდა. რემონტი კარგად ჩატარდა. რაც შეეხება ექსპოზიციის და შიდა ინტერიერის მოწყობას, ამის პროექტი 2021 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისყიდა. როგორც ვიცი, პროექტის დაფინანსება მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა მომხდარიყო და დღემდე არაა დაფინანსებული. რატომ, არ ცივი, _ გვითხრა ტრაპაიძემ.

მან გამოთქვა უკმაყოფილება, რომ დღემდე არ ფინანსდება ეს პროექტი:

“საექსპოზიციო ნაწილი მოთავსებულია მუყაოს ყუთებში და ყველაფერი შენახულია მუზეუმის ფონდში. მუზეუმს თუ გამოფენა არ ექნა, თან ისტორიულ მუზეუმს, რომელიც 1936 წელს არის დაარსებული, ფაქტობრივად, უმოქმედოა. კარგია, კარგად გარემონტებული დარბაზები, მთელი შენობა, მაგრამ უმთავრესი საექსპოზიციო ნაწილის გამოფენაა”, _ გვითხრა მან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი და ამჯერად მერობის კანდიდატი, კონსტანტინე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს:

“საინტერესოა, მე რას მაბრალებენ, თან საკრებულოს ბოლო სხდომაზე? კითხვა როგორ დასვან დეპუტატებმა, იციან? _ ჰკითხეთ მუზეუმის თანამშრომლებს, არის იქ რომელიმე დეპუტატი ნამყოფი იმ ამბის თუ პრობლემის საკითხავად, რის თაობაზეც საკრებულოს სხდომაზე თავი მოიწონეს? 48 წლის ვარ და საქმის კეთებაში მითენდება და მიღამდება. ააგეს უფუნქციო შენობები შემოქმედსა და მაკვანეთში. ეს უკანასკნელი, სასაფლაოს ტერიტორიაზეა და პასუხს მე მთხოვენ? მაკვანეთში სასაფლაოზე გიტარას დაუკრავს ვინმე თუ რა დანიშნულებით ააგეს იქ? თუ არადა, მიენიჭებინათ ფუნქცია, კალამი და ფურცელი რომ არ დევს არც ერთგან…

შემოქმედში, ვარლამ სიმონიშვილის სახლ-მუზეუმი, ბუნებაში რაც არსებობდა, ისევ იქ არის. სადაც დაიბადა და გაიზარდა ეს გენიალური კაცი. სად დადგეს მინიატურული შენობა და რატომ? თუ დადგეს, ფუნქციაც მოეფიქრებინათ. მე ასეთ მშენებლობებს არ ვთაოსნობ.

რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით მოხდა მისი რეაბილიტაცია. გარემონტდა. შემდეგ ჩვენ მოვამზადეთ პროექტი ექსტერიერის და ინტერიერის მოსაწყობად. საექსპოზიციო ნაწილი ხომ უნდა განთავსდეს? საქართველოს პარლამენტი ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ რეგფონდთან გაეწია შუამდგომლობა. თუმცა, დღემდე არ დაფინანსებულა. ეს არის სულ, რაც ამ სამივე, საჯაიას აზრით, “გაპარტახებულ მუზეუმებზე”, შემიძლია ვთქვა. აქვე დავაზუსტებ, რომ მუზეუმი მხოლოდ ოზურგეთშია და ჰქვია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი. სამუზეუმო გაერთიანებას ჰყავს დირექტორი. იმ ორ შენობას _ შემოქმედსა და მაკვანეთის სასაფლაოზე კი, არც ფუნქცია აქვს და არც მუზეუმის სტატუსი მიუნიჭებია ვინმეს. თუ სურდათ, ვიმეორებ, მიენიჭებინათ. ეაქტიურათ დეპუტატებს… “_ გვითხრა შარაშენიძემ.

[sexy_author_bio]

გაზიარება13Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

“გამოიდარებს” თუ არა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გურიაში

14:41; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

14:23; 5 მარტი, 2026

"ასეთ გასაჭირში, პური არც ერთ მთავრობას არ გაუძვირებია!"

გიგი უგულავა „პისიარ“ ტესტის პასუხს აქვეყნებს

ყველა სიახლე

მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
სამართალი

“გვაქვს მოლოდინი, როგორც კლინიკა „მედინა“, ასევე ექიმები პასუხს აგებენ ფეხმძიმე ქალის სიცოცხლის მოსპობაზე” – „ახალგაზრდა ადვოკატები“ 

19:08; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო