საქართველოს სამი ჩემპიონი ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში ოზურგეთელია!!!
ქ. გორში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში 15 წლამდელთა შორის საქართველოს პირველობა ეს წუთია დასრულდა.
შეჯიბრზე გვასახელეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ საწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბერძნულ – რიმაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 6 მედალი, მათ შორის 3 ოქრო და სამი ვერცხლი მოაქვთ!
I ადგილი – ნიკოლოზ კუტუბიძე 44 კგ – ( მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე);
ლაზარე გოგოტიშვილი 57კგ ( მწვრთნელები – ძმები ზურაბიანები); დავით მხეიძე 62 კგ
( მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე). II ადგილი – ერეკლე თავბერიძე 44 კგ ( მწვრთნელები ძმები ზურაბიანები ) ერეკლე კვაჭანტირაძე 85კგ ( მწვრთნელი კახაბერ აბაშიძე); ოქროს მესამე ადგილი დაიკავა დავით გობრონიძემ 57კგ ( მწვრთნელი კახაბერ აბაშიძე).
საქართველოს პირველობაზე ოზურგეთელ ფალავნებს მწვრთნელებთან ერთად ადგილზე ამხნევებდა და გულშემატკივრობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების გენერალური დირექტორი, კობა ბალავინოვი.