ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“მეგობრებო, დღეს ძალიან კარგი დღეა, და თუ რატომ – გადავწყვიტე პრესლრელიზის ფორმატში დავწერო.
სამი ქართველი ალპინისტი – არჩილ ბადრიაშვილი, ბაქარ გელაშვილი და გიორგი ტეფნაძე, რომელთაც ახლახანს ორი ურთულესი ასვლა განახორციელეს ორ აუსვლელ მწვერვალზე პაკისტანში – სარაგრარი 7300) და ლანგუტა–ე–ბარფი (6833), დღეს სამშობლოში ბრუნდებიან. ამ გუნდის ეს ორი ასვლა ოლიმპიური გამარჯვების ტოლფასი საერთაშორისო წარმატებაა, უბრალოდ ოლიმპიადის შემთხვევაში იმარჯვებ მოწინააღმდეგეზე და ამ შემთხვევაში კი საკუთარ შესაძლებლობებზე.
Archil Badriashvili Giorgi Tepnadze Baqar Gelashvili ვამაყობთ თქვენით.“ – წერს ჯანა ჯავახიშვილი.
ფოტო: www.explorersweb.com