მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14 -დან 11-მდე მცირდება. ამ ეტაპზე, ბახტაძეს არ დაუკონკრეტებია რომელი სამინისტროების გაერთიანება იგეგმება.
,,მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14 -დან 11- მდე შემცირდება, ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო რეფორმის ნაწილია და დაუყონებლივ უნდა გახორციელდეს საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს, ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წავრსდგებით დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური ნაწილით, რომელთა ნაწილი კაბინეტის წევრი აღარ იქნება“,_თქვა ბახტაძემ.