სახელმწიფო რწმუნებულის ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა ,,2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და მათი დაფინანსების საკითხი განიხილეს.
საბჭოზე, ასევე, ისაუბრეს მუნიციპალიტეტებში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსებული აქტივობების, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და სახელმწიფო პროგრამის _ განახლებული რეგიონების ფარგლებში არსებული პროექტების მიმდინარეობაზე, მუნიციპალიტეტების წინაშე მდგარ სხვა მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.