რუსული სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა. შემთხვევა ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ორი პილოტი ემსხვერპლა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, „სუ-30“ საცდელი ფრენის დროს ჩამოვარდა. გაჩენილმა ხანძარმა 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი მოიცვა.