გერმანიაში კარიესის საწინააღმდეგო კანფეტები შექმნეს. ტკბილეული არ შეიცავს შაქარს, სამაგიეროდ მდიდარია „მეგობრული“ ბაქტერიებით.
ტკბილეულის ჭამის შემდეგ სტრეპტოკოკული ბაქტერიები რჩებიან კბილის ემალის ზედაპირზე და იწვევენ კარიესს. ახალი კანფეტების სასარგებლო ბაქტერიები უერთდებიან კარიესის გამომწვევ ბაქტერიებს და არ აძლევენ კბილზე დალექვის საშუალებას. კარიესისა და სასარგებლო ბაქტერიების წყვილი საყლაპავი მილით ხვდებიან საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ორგანიზმისათვის ზიანის მიყენების გარეშე გამოდიან.
კომპანია OrganoBalance-ის მიერ წარმოებული კანფეტები პირველ რიგში განკუთვნილია ბავშებისათვის, რათა მცირეწლოვან ასაკშივე ავიცილოთ კარიესი.