ლავანდა ტონუსს მატებს და ამშვიდებს, რაც განსაკუთრებით ფასეულია აჩქარებული გულისცემის დროს. ლავანდის ზეთის არომასაჟი და აბაზანა აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას.
ყვავტყემალი ამაგრებს კაპილარებს, აქვეითებს წნევას, აფერხებს სისხლის შედედებას, რითაც ხელს უშლის თრომბოზის განვითარებას. ჭამეთ ახალი კენკრა და სვით გამხმარი კენკრის ჩაი.
ლიმონი შეიცავს წნევის დამწევ ფლავონოიდებს, ამიტომ, არ დაგავიწყდეთ ჩაისა და ყავაში ლიმონის პატარა ნაჭრის ჩაგდება.
ყურძნის წვენი და მარცვლები შეიცავს გლუკოზას, რომელიც ენერგეტიკულად კვებავს არითმიისა და გულის უკმარისობის დროს ორგანოებს. ყურძნით მკურნალობა აუმჯობესებს სისხლის ფორმულას.
ბარამბოს შუა საუკუნეებში უნიშნავდნენ ექიმები ავადმყოფებს გულის გასამაგრებლად, გულისცემის შესანელებლად და სისხლის წნევის დასაწევად. ეს მცენარე ხსნის სტრესს, გულის დიდ მტერს!
კუნელს “გულის პურს” უწოდებენ. ის ამაგრებს გულის კუნთებს და არეგულირებს მის რიტმს, აუმჯობესებს სისხლით გულის მომარაგებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, შველის გულ-სისხლძარღვთა უკმარისობას, ჭამეთ ახალი კენკრა, სვით ყვავილების, ნაყოფისა და ფოთლების ჩაი.
კატაბალახა ამშვიდებს ნერვებს, შველის უძილობას. გულის ყველა მცენარეული საშუალება შეიცავს ამ მცენარის კომპონენტებს – ყვავილებს, ფესვებსა და ფესურას.
კალიუმი გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, რითაც ხელს უწყობს გულს ნორმალურად მუშაობაში და ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას. კალიუმით მდიდარია ბანანი, კაკალი, პარკოსანი, გარგარი, ატამი, შავი ქლიავი, კაკაო. გულს ასევე სჭირდება C ვიტამინი. მას შეიცავს ვაშლი, ციტრუსები, ასკილი, ქაცვი და მოცხარ