სერბული გამოცემის ,,novosti“ ცნობით, სერბეთში ვიზიტის წინ, მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის თვითმფრინავს მათ საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა.
ლავროვსა და სერბეთის ხელისუფლების შეხვედრა დედაქალაქ ბელგრადში 7 ივნისსაა დაგეგმილი.
გამოცემა წერს, რომ მოსკოვიდან ბელგრადში ლავროვის მიღება კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან მონტენეგრომ, ჩრდილო მაკედონიამ და ბულგარეთმა მისი თვითმფრინავი დაბლოკა. novosti დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომელშიც მათი თქმით, მონტენეგროს მხრიდან, ლავროვის თვითმფრინავისთვის მათი საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ოფიციალური უარია ნათქვამი.
novosti თქმით, ამაზე მიუთითებს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის 3 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლასთან დაკავშირებით, გარკვეული სირთულეები არსებობს.
როგორც გამოცემა წერს. სერბეთის პრეზიდენტი ლავროვის ნაცვლად რუსეთის ელჩს, ალექსანდრ ბოკან-ხარჩენკოს შეხვდება.
ცნობისთვის, სერბეთმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში დაგმო, თუმცა არ შეერთებია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 29 მაისს კი პუტინი და სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთისთვის გაზის მიწოდებას გააგრძელებს.
ავტორი