მეორე ვადით არჩეული ლანჩხუთის მერი, ალექსანდრე სარიშვილი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა საკადრო ცვლილებების განხორციელების გარეშე. თუმცა, ჯერ კიდევ ზაფხულში დაანონსდა, რომ უახლოეს პერიოდში ა(ა) ი პ-ებსა და მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის გატარება იყო მოსალოდნელი.
მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე თავად ალექსანდრე სარიშვილმა გააკეთა აქცენტი საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, როცა წარმომადგენლობით ორგანოში ანგარიშით კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წერეთელი წარსდგა. მაშინ სარიშვილმა თქვა, რომ პროცესი მტკივნეული იქნება, მაგრამ ეფექტური.
მას შემდეგ, რაც ალექსანდრე სარიშვილი მეორე ვადით შეუდგა მერის მოვალეობის შესრულებას, „გურია ნიუსი“ დაინტერესდა როდიდან და რა სახის სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება იგეგმება ლანჩხუთში.
„ზოგადად არ მინდა წინასწარ რაიმეს თქმა, თუმცა სტრუქტურული ცვლილებები ყველა სამსახურს შეეხება. დიდი ალბათობით, ცვლილებების განხორციელებას დავიწყებთ მიმდინარე წლიდან და და მომავალ წელს უკვე დასრულებული სახე ექნება“-გვითხრა სარიშვილმა.
[sexy_author_bio]