,ჯეო ჰოსპიტალის” სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში საგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები შეიყვანეს
. ცხრა მოქალაქე სამი სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდებოდა. პირველი ავარიის შედეგად, რომელიც სოფელ საჯავახოს ტერიტორიაზე მოხდა, ექვსი ადამიანი დაშავდა.
მეორე ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ოფეთში დაფიქსირდა, სადაც ორმა მგზავრმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება.
მესამე მოპედის მძღოლი გახლდათ, რომელსაც შედარებით მსუბუქი ტრამვა დაუფიქსირდა.
სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებულები ,,ჯეო ჰოსპიტალის” სამტრედიის სამედიცინო ცენტრში სხვადასხვა დროს შეიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარებები გაეწიათ, ჩაუტარდათ გამოკვლევები, რამდენიმე მათგანი მკურნალობას იქვე გადის, ხოლო მძიმე ფორმის დაზიანების მქონე პაციენტები კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტორი