ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-40 და 56-ე კმ-ებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,_ აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ გურიის რეგიონში პრობლემები შექმნა.