U 10 2012 წლამდე ნორჩ ფეხბურთელთა სამტრედიის ,,სამტრედიამ” ქუთაისის ,,სერვალი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ჯემალ ხერხაძის სახელობის ჩემპიონატში ჩემპიონი გუნდის პოზიცია წინასწარ გაიმყარა.
,,დაგვრჩა ერთი თამაში, რომელიც 22 ნოემბერს უნდა გაიმართოს. საერთო შედეგებით, წაგების შემთხვევაშიც, გამარჯვებული გუნდია u 10 სამტრედიის ,,სამტრედია”. წინასწარ ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს ამ ღირსეულად დამსახურებულ გამარჯვებას და ვუსურვებ მომავალში, კიდევ ბევრჯერ ესახელებინოთ ჩვენი სამტრედია,“_ განაცხადა ,,გურია ნიუსთან” გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლერი მეგენეიშვილმა.
ავტორი