4 ოქტომბრის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებისთვის 54-ე სამტრედიის საარჩევნო ოლქში 7 პარტია მონაწილეობდა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, დადგენილი 4 პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ორმა გადალახა.
ესენია: ,,ძლიერი საქართველო-ლელო” და ,,ქართული ოცნება”. ,,ლელომ” ამომრჩეველთა 1265 ხმა მიიღო, რაც პროცენტული მაჩვენებლით 7, 30- ია. რაც შეეხება ,,ქართულ ოცნებას”, სამთავრობო პარტიას ხმა მისცა 14 581- მა ამომრჩეველმა, რაც პროცენტული მაჩვენებლით გახლავთ 84, 14. ,,რაც შეეხება ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებს, 7- დან 5- მა პარტიამ გამოთქვა სურვილი, 18 მაჟორიტარულ ოლქში, ჯამში, 39 კანდიდატი წარედგინა. აქედან 18 მაჟორიტარი კანდიდატი ,,ქართული ოცნების” იყო. წინასწარი შედეგების მიხედვით, სამთავრობო პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა ხმათა უმრავლესობით მოიპოვეს გამარჯვება. თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტში მერობის ორი კანდიდატი იყრიდა კენჭს, ,,ლელოდან ” ბადრი ვაშაკიძე და ,,ქართული ოცნებიდან ” დავით ბახტაძე. გამარჯვება მოიპოვა ,,ქართული ოცნების” მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 93 პროცენტამდე მიიღო.”- ,,გურია ნიუსთან ” კომენტარში წინასწარი შედეგები გაასაჯაროვა 54- ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ.
































































