სამტრედიაში, 72 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული, 36 წლის კაცი დააკავეს, ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში ნასამართლევი პირია:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.” აცხადებს შსს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.