სამტრედიაში ისევ ებრძვიან სტიქიას. გუშინ გვიან ღამით მოსულმა და გადაუღებელმა წვიმამ ქალაქს თავისი ხელი დაატყო.
მოსახლეობა, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, დილიდან აქვეყნებს ფოტოებს და ვიდეოებს, საიდანაც კარგად სჩანს, რამდენიმე საათიანმა წვიმამ თუ რა მდგომარეობაში ჩააყენა კერძო საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. დღეს დილით შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული შენობის წინ, ეგრეთ წოდებული,,ასბინიანის” მიმდებარედ, ქალაქის ცენტრალური, ჭავჭავაძის ქუჩის გადაკვეთა.
მოსახლეობა სამტრედიის დატბორვის მიზეზად კვლავ არხების გაუწმენდლობას ასახელებს და ხელისუფლებისაგან ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.
ავტორი