ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მმართველმა, ეპისკოპოსმა საბამ დღეს, სამტრედიაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის სამრეკლოსთან მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია აკურთხა.
საკათედრო ტაძარი სამტრედიაში 9წლის წინ, 2011 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.
ამ ხნის განმავლობაში აშენდა ეპისკოპოსის რეზიდენცია, სამრეკლოს მიმდებარედ სასულიერო ნივთების მაღაზია, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი.
მეუფე საბამ ახალი ტაძრის კურთხევის შემდეგ წირვა ჩაატარა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, დალოცა მრევლი და იქადაგა.