ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3636 ფაქტია დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 3610 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 185 პირი. უცვლელია გარდაცვალების შემთხვევა და ის 36-ს შეადგენს.