დღეს ცნობილი გახდა, რომ სამტრედიაში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანია დაინფიცირებული. გეგმიური ტესტირების დროს კოვიდ -19 დაუდასტურდა სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრებ ტრაილერის მძღოლს.
ახალგაზრდა მამაკაცი სომხეთში მარშრუტებს ასრულებდა. საზღვარზე ჩატარებული კვლევის შედეგად მას უარყოფითი პასუხი მოუვიდა, რაც გეგმიური დატესტვის დროს დადებითით შეიცვალა.
ტრაილერის მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს. მას მცირე კონტაქტები უფიქსირდება.
ეპიდკვლევა ჩაუტარდა მისი ოჯახის წევრებს.