ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით დაინფიცირების ერთი დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა.
,,ერთი დადებითი შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ კორონავირუსით ერთზე მეტი პირი არ არის სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებული. გუშინ კვირა იყო და მომართვიანობა ნაკლები გვქონდა. საერთო ჯამში, სამტრედიაში 3040 მოქალაქეს აქვს კოვიდ- 19 დადასტურებული, აქედან 2385 გამოჯანმრთელებულია, 230 პირი თვითიზოლაციაში რჩება, მუნიციპალიტეტში გარდაცვალების 32 შემთხვევაა დაფიქსირებული“,_ განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ.