სამტრედიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
დღევანდელი მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები მამაკაცი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის მობილური ჯგუფის თანამშრომელია, კოვიდ-19-ით არის დაინფიცირებული.
კორონავირუსი დაუდასტურდა მის ოჯახის სამ წევრს, დედას, მეუღლეს და შვილს. ისინი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
სამივე მათგანი დღეს გადაჰყავთ კლინიკაში სამკურნალოდ, მიმდინარეობს მათთან შეხებაში მყოფი პირების მოკვლევა.
ამ დროისთვის სამტრედიაში კორონავირუსის სულ 6 შემთხვევაა გამოვლენილი.