ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდინფიცირების 49 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, 659 პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება,_ ამის შესახებ „გურია ნიუსთან“ საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ განაცხადა.
ამ დროისთვის სამტრდიაში კოვიდ-19-ით დაავადებული 1213 ადამიანია, მათ შორის 245 გამოჯანმრთელებულია, 9 გარდაცვლილი.