კორონავირუსით სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები 46 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა.
კოვიდ-19-ი ნ. შ-ს, დაახლოებით, ორი კვირის წინ დაუდასტურდა. ის ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, დაახლოებით, 12 დღის განმავლობაში მკურნალობდა, სადაც გარდაიცვალა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელობისთვის გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ფონური დაავადება აღმოჩნდა, რომლის შესახებ ინფიცირებულისთვის კლინიკაში დაწოლამდე არ იყო ცნობილი. დაინფიცირებულები იყვნენ ოჯახის სხვა წევრებიც. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.