ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 51 შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსი სამტრედიაში სულ 1 515 მოქალაქეს დაუდასტურდა. 698 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება, ნაწილი კოვიდკლინიკებში მკურნალობს. 345 გამოჯანმრთელებულია, სამწუხაროდ, გარდაცვალების 12 ფაქტი დაფიქსირდა, _ ინფორმაცია დღეს ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.