კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში. დაინფიცირებული ამჯერად ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ქუთაისში, ერთ-ერთ სამხედრო ქვედანაყოფში მუშაობს.
,,ვინაიდან ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთ კლასტერს წარმოადგენდა, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში.სამტრედიელ სამხედრო მე-12 დღეს გეგმიურად დაიტესტა და სწორედ ამ დროს დაუდასტურდა კოვიდ-19. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები, რომლებთანაც ახალგაზრდა მამაკაცი პრაქტიკულად არ კონტაქტობდა “- განაცხადა ,, გურია ნიუსთან” საუბრის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ.