სამტრედიაში, სოფელ ნოღაში მეექვსე დღეა, დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, 82 წლის მამაკაცი პირუტყვის მოსაყვანად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ გაუჩინარდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მამაკაცი, სავარაუდოდ, ნადირმა შეჭამა, რადგან მისი ძაღლი სახლში დაკბენილი დაბრუნდა.
დამატებითი დეტალების გარკვევას “გურია ნიუსი” მერის წარმომადგენელთან ცდილობდა, თუმცა, გია სიხარულიძე სააგენტოს ზარებს არ პასუხობს.
ავტორი