იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა და მისმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნების ” აქტივს მერის პოზიციაზე ოფიციალურად წარუდგინეს დავით ბახტაძის კანდიდატურა.
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა ავთანდილ თევზაძე.
ღონისძიების მეორე ნაწილში შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდა, სადაც დეტალურად განიხილეს 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების ეტაპები და დასახული სამოქმედო გეგმები.
დავით ბახტაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი:
,,ჩემთვის უდიდესი პატივი და მაღალი პასუხისმგებლობაა, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილებით ვარ წარდგენილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად. ჩვენი საერთო მიზანია, განვახორციელოთ ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული სამტრედიელის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ თუ სოციალურ პროგრესს.
გულითადად მადლობას ვუხდი ნდობისთვის ყველას, ვინც გვერდში მიდგას. მშვიდობა საქართველოს და წინსვლა ჩვენს სამტრედიას.”



































































