სამტრედიაში საღამოს ხუთი საათისთვის აქციის მონაწილეებმა შეკრება დაიწყეს. ახალგაზრდები, მშვიდობიანი მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე პროტესტს გამოხატავენ.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში დილის ათ საათზე, საპროტესტო აქცია გაიმართა_ შინმოუსვლელი ჯარისკაცის დედის ძეგლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა მოგვიანებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უნდა დაწყებულიყო.
მოქალაქეთა ერთ ნაწილს სურდა სხდომაზე დასწრება; მათ შორის იყო აქციის ერთ -ერთი ორგანიზატორი, ლევან ბუაძე. თუმცა, მოქალაქეებს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ.
სხდომაზე შესვლის უფლება არ მისცეს მედიის წარმომადგენლებსაც.
დაანონსდა აქცია, რომელიც საღამოს ხუთ საათზე უკვე დაიწყო.
simple-author-box]