დღეს დილიდანვე ,,საქართველოს ბანკის” ბანკომატებით სარგებლობა შეუძლებელი იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტში. თანხის მოხსნა ამ წუთებშიც არ არის შესაძლებელი.
უკმაყოფილო მომხმარებლების კითხვაზე _ როდის შეძლებენ ბანკომატით სარგებლობას? _ ,,საქართველოს ბანკის” სამტრედიის ფილიალის თანამშრომლები პასუხობენ, რომ „პრობლემა გლობალურია და თანხა, სავარაუდოდ, დღის 16 საათისთვის ჩატვირთავენ”.