სამტრედიაში, რუსთაველი ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი კორპუსის სასხვენო გადახურვას მოედო.
ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა.


































































