3 თებერვლის მდგომარეობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული დისტანციური სწავლების მოდელზე 12 საჯარო სკოლა იმყოფება. ეს ინფორმაცია ,, გურია ნიუსს” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მიაწოდა.
თინათინ ხარძიანის განმარტებით, 34 საჯარო და 2 კერძო სკოლიდან 8 სკოლაში ცალკეული კლასია გადასული დისტანციური სწავლების ასინქრონულ მოდელზე, ხოლო 12 სკოლა არის სრულად დისტანციური სწავლების სინქრონულ სწავლების მოდელზე. სულ ინფიცირებულია 78 მოსწავლე 55 მასწავლებელი. ერთი სკოლა- სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწრის საჯარო სკოლა დაუბრუნდა დასწრებით სწავლებას.
“14 თებერვლამდე, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სწავლების სრულ ელექტრონულ სინქრონულ მოდელზე გადაერთო. ქალაქის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეექვსე, მეშვიდე, მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე, სოფლების, დაბლა გომის, მელაურის, საჯავახოს საჯარო სკოლები”, ,_ გვითხრა თინათინ ხარძიანმა.
[sexy_author_bio]