ამ ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში მართა შალამბერიძის დედა, ხათუნა მჟავია აქვეყნებს. ძაღლი, რომელიც პატარა გოგონამ ლეკვობაში შეიფარა და პატრონობდა, გუშინ მოწამლეს და მოკვდა.
ეს ძაღლი, უბრალო ქუჩაში მცხოვრები ძაღლია ფოტოზე… რომელიც მართამ ჯერ კიდევ ასე პატარამ, ერთ დღეს სახლში ამოიყვანა (მეოთხე სართულზე) და იცი, რა უნდა დავარქვაოო? _ “თავისუფლებაო”. რომ ვკითხეთ რატომ? გვიპასუხა, ისეთი თავისუფალიაო, ისე უყვარს თამაშიო, კი არ ერიდებაო და თხოვნაც არ სჭირდებაოოო. ჰოდა ასე შერჩა ეს სახელი წლები.
მართას მზრუნველობით და სიყვარულით კართან ამოდიოდა და იქ იძინებდა, ძაღლების თავშესაფარში რომ არ წაეყვანათ… ვყარაულობდი და ვმალავდი… ერთ დღეს შემთხვევით ნემსი გაუკეთეს, რომ მარტივად მოეთავსებინათ ავტომობილში და დააძინეს. თავზე ვადექი და ვპატრონობდით, რომ გამოფხილებულიყო და რა თქმა უნდა არ გავატანე. ვისაც კი შეიძლებოდა ყველას ვთხოვე, რომ მისთვის ხელი არ ეხლოთ. ისეთი ბუთქუნა იყო ვეღარ დადიოდა, სასაცილოდაც კი და უსაყვარლესი.
მოკლედ, უამრავი რამ მახსენდება და ემოციაც აღარ დამრჩა უკვე, ამიტომ აღარ გავაგრძელებ…
ის წუხელ მოწამლეს და მოკლეს…