54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში 35 საარჩევნო უბანი შედის. ადგილობრივი არჩევნების ჩატარების მიზნით 35-ვე საარჩევნო უბანი კანონით დადგენილ ვადებში დილის 8 საათზე გაიხსნა და უბნებმა პირველი ამომრჩეველი მიიღო. სამტრედიაში რეგისტრირებულია 43 417 ამომრჩეველი.
12 საათის მონაცემებით საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 7 801 ამომრჩეველი, რაც საერთო ამომრჩევლის 18 პროცენტამდეა.
,,ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ცნობილი ფაქტია, რომ 35 საარჩევნო უბნიდან 31-ში არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, ხოლო დარჩენილ 4 უბანში- ტრადიციული წესით. ამ დრომდე არცერთ უბანზე პროცედურული დარღვევები არ ფიქსირდება. შესაბამისად არც საჩივრები დარეგისტრირებულა”,- ,,გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა 54- ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა იმნაძემ.































































