სამტრედიელი მამაკაცი, რომელსაც ორი დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თბილისის რესპუბლიკურ კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.
ამ დღეებში ეპიდკვლევის შედეგად ასევე დადგინდა კოვიდინფიცირებულთან კონტაქტები. ყველა მათგანიდან აღებული იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, რომელიც გადაიგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის ზონალურ ლაბორატორიაში, საიდანაც დღეს ყველა პასუხი უარყოფითი მოვიდა.
ისინი რჩებიან თვითიზოლაციაში, ჩაუტარდებათ ხელახალი ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოეხსნებათ თვითიზოლაცია.
ჯანდაცვის რაიონული ცენტრის ხელმძღვანელის, მარინა თევზაძის თქმით, კვლავ გრძელდება კონტაქტების კვლევა.