სამტრედიის მეათე საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლია მაღულარია საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის მიერ გაცემული ,, დამსახურებული მასწავლებლის ” სიგელითა და მედლით დაჯილდოვდა.
ლია მაღულარიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს და არაერთი პროექტის ავტორი და კონკურსის გამარჯვებულია თავის მოსწავლეებთან ერთად.
ცნობისთვის, ,,დამსახურებული მასწავლებლის ” ჯილდო მასწავლებელთა სახლის ყოველწლიური პროექტია და მას საქართველოს მასშტაბით, წარმატებულ პედაგოგებს ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარდგინების საფუძველზე აჯილდოებენ.
ავტორი