იმერეთის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის პატარა მოჭადრაკეებმა.
იმერეთის ჩემპიონი გახდა 10 წლის ნოდარ კოხრეიძე, მისი მწვრთნელია ბესარიონ ლეჟავა. გოგონათა შორის გამარჯვებულია 10 წლის ანა ბელთაძე, მისი მწვრთნელია ნინო ჯვარშეიშვილი.
8 წლის მინერი ანდღულაძე გავიდა საპრიზო, მე-3 ადგილზე, მწვრთნელი ბესარიონ ლეჟავა. ასევე საპრიზო მე-3 ადგილი დაიკავა მე-5 თანრიგოსანმა ვაჟა უგულავამ, მისი მწვრთნელია ნინო ჯვარშეიშვილი.
ავტორი