“სამტრედიელების” ჯგუფი მზადაა, სოფელ გორმაღალის გზის გასაწმენად, ტრაქტორი იქირავოს, – ინფორმაცია მათ ჯგუფში გაავრცელეს. “მსგავსი თუ ჰყავს ვინმეს, რომელიც გორმაღალის გზას გაწმინდავს… თანხას ჩვენ შევუგროვებდით, ჯგუფის წევრები. ვიცი, რამხელა შრომატევადი და რთულია… იქნება, მოიძიოთ თქვენც, მეგობრებო, ახლობლებთან”,- ვკითხულობთ ჯგუფში _ “სამტრედიელები”.
შეგახსენებთ, დიდთოვლობამ პრობლემები სამტრედიაშიც შექმნა. ყველაზე რთული ვითარება სამ სოფელშია, მათ შორისაა გორმაღალი.































































