დღეს ბახმაროში სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
ჭიდაობაში გამართულ შეჯიბრში გამარჯვება სამტრედიელებმა მოიპოვეს. 1-ელი ადგილის მფლობელი დავით ბაღდავაძე გახდა, ხოლო მეორე ადგილს გოჩა ზაქრაძე დაეუფლა.
პირველ ადგილზე გასულ ბაღდავაძეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელით სიგელი და 300 ლარი გადაეცა, ხოლო მეორე ადგილის მფლობელs _ სიგელი და 200 ლარი.
რაც შეეხება მკლავჭიდს, აქაც სამტრედიამ ისახელა თავი. პირველი ადგილის მფლობელი სამტრედიელი გელა თევზაძე გახდა, ხოლო მეორე ადგილს ახმედ შავაძე დაეუფლა ხულოდან. მათ სიგელებთან ერთად 250 და 200 ლარი მიიღეს.
ავტორი