საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ,,ნოე ჟორდანიას თასი” წარმატებული აღმოჩნდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭადრაკეებისთვის. ანა ბელთაძე და ანდრია კოპალეიშვილი ტურნირის გამარჯვებულები არიან.
ანა 11 წლამდე გოგონათა შორის გავიდა პირველ ადგილზე, ხოლო ანდრია 8 წლამდე ჭაბუკთა შორის- მე-2 ადგილზე; მწვრთნელი ნინო ჯვარშეიშვილი.
წარმატებული მოჭადრაკეები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 15 მაისს ქალაქ ბათუმში გაიმართება.