მე-17 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასი-2024″ – ის გამარჯვებულები გამოვლენილია. ქალაქ ფოთში ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდა ჭადრაკის ფესტივალი, რომელშიც 14 ქვეყნის 500- მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.მათ შორის იყვნენ საერთაშორისო ოსტატები და დიდოსტატები.
ფესტივალი ,,ნანა ალექსანდრიას თასი-2024″ შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა სხვადასხვა კატეგორიებსა და ასაკობრივ ჯგუფებში.
C ღია ტურნირში სენიორთა შორის პირველი ადგილი დაიკავა სამტრედიელმა, ჭადრაკის მწვრთნელმა ბესო ლეჟავამ. მან 9 პარტიიდან 5 ქულა მოაგროვა და მიუწვდომელი გახდა დანარჩენი მონაწილეებისაგან.
ფესტივალს ტრადიციულად ესწრებოდა მსოფლიოს ორგზის ვიცე ჩემპიონი და მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნანა ალექსანდრია. მან გახსნა თამაშები და ასევე მონაწილეობა მიიღო დახურვის ცერემონიაში. ბესო ლეჟავას ნანა ალექსანდრიამ თავად გადასცა ჩემპიონის დიპლომი და ფულადი ჯილდო.
ავტორი