ექვსი დღის წინ გაუჩინარებული მამაკაცის გვამი დღეს დილით მდინარე გუბისწყალში იპოვეს. ზუსტად იმ ადგილას, სადაც მისი ჩანთა იყო ნაპოვნი.
60 წლის მამაკაცი 8 მაისის დილით სამწყემსურში წავიდა, თუმცა საღამოს სახლში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. თან არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, მხოლოდ- საგზლის ჩანთა. მეუღლე და ახლობლები მას იმავე ღამიდან ეძებდნენ. მოგვიანებით სამძებრო სამუშაოებში საგანგებო მართვის სამსახური და მაშველები ჩაერთვნენ.
მდინარე გუბისწყალში დღეს დილით ნაპოვნი მამაკაცის გვამი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტი გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.
ავტორი