თბილისში, ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა ჩემპიონატი 2006-2007 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის. ,,მომავლის ჯუდო გამოწვევა 2028″ ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანია, 2028 წლის მსოფლიო ოლიმპიადისთვის გამოარჩიოს საუკეთესო ძიუდოისტები.
,, მომავლის ჯუდო გამოწვევა 2028″ მონაწილე ძიუდოისტები სხვადასხვა ეტაპზე შეირჩნენ და გამოვლინდნენ. მათგან სამი საპრიზო ადგილებზე გავიდა. ვერცხლის პრიზიორი, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სამტრედიელი გიორგი წიქვაძეა, რომელსაც ბესარიონ შვანგირაძე და ავთანდილ თარგამაძე წვრთნიან. მწვრთნელ- პედაგოგები გიორგი წიქვაძეს სპორტის ამ სახეობაში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
,,რჩეულ ჯუდოკებს შორის საქართველოს ჩემპიონატზე სამტრედია გიორგი წიქვაძემ ასახელა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფინალი დავთმეთ. მჯერა, გიორგი მსოფლიო ოლიმპიადისთვის თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის,”_ განაცხადა ,, გურია ნიუსთან” საუბრისას გიორგი წიქვაძის მწვრთნელმა, ბესარიონ შვანგირაძემ.
ავტორი