თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ასპროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა სამტრედიელი ელენე მაჭავარიანი.
ელენემ წელს მესამე საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ოთხი საგანი ჩააბარა.
მაქსიმალური 70 ქულა მიიღო ინგლისური ენის გამოცდაში.
ასევე თითქმის უმაღლესი ქულები ჰქონდა მიღებული დანარჩენ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში 55, ქიმიაში 61 და ბიოლოგიაში 67.