14 თებერვალს ბათუმში აჭარის ღია ჩემპიონატი ჩატარდა კიოკუშინკაი კარატეში.
მასში მონაწილეობა მიიღეს პოლონეთისა ( ვარშავის კარატეს კლუბი) და საქართველოს ქალაქების კიოკუშინკაი კარატეს კლუბებმა. 1- ლი ადგილი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სამტრედიელმა თეკლა რუხაძემ. სხვადასხვა წონით კატეგორიაში მეორე ადგილები დაიკავეს ასევე სამტრედიელმა კარატისტებმა, თამარ დვალიშვილმა და ელენე ჭუმბაძემ.
,,გუშინ ბათუმში მაღალი დონის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპის ჩემპიონები და მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი პრიზიორები. მიხარია, რომ ერთი ჩემპიონი და ორი პრიზიორი გვყავს სამტრედიიდან, ჩემი კლუბის კარატისტები. ეს იყო წინა დიდი საჩემპიონატო მზადება, საიდაც კლუბის წევრები მიიღებენ ესპანეთის ქალაქ ბარსელონა- სანტა სუზანას ნაციონალურ ჩემპიონატში მონაწილეობას,”- განაცხადა ,, გურია ნიუსთან” საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის კარატეს ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენსეი მიხეილ ქანთარიამ.
ავტორი