ქუთაისში დასრულებულ „მაიას თასი 2025“-ის გათამაშებაზე, ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში, პირველობა მერი არაბიძემ და ინგა ხურცილავამ გაინაწილეს.
ორივე მოჭადრაკემ 9 პარტიიდან 7 ქულა დააგროვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა მერი არაბიძემ მოიპოვა.
გამარჯვებულებს ერთი ქულით ჩამორჩნენ და III-IV ადგილები გაიყვეს: ანასტასია კირთაძემ და ფატმან რიჟამაძემ.
უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მესამე საპრიზო ადგილი ანასტასია კირთაძემ დაიკავა.



































































